გლდანის ხიდებთან მანქანა განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა

 გლდანის ხიდებთან მანქანა განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდაავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში. ე.წ. გლდანის ხიდებთან მანქანა განათების ბოძს დაეჯახა და ამობრუნდა.

ავტომობილი იმდენად დაზიანებულია, რომ დეტალები რამდენიმე ათეულ მეტრზეა მიმოფანტული.

მანქანაში მჯდომი ორივე მგზავრი გადარჩა, თუმცა დაშავდა.

მომხდარზე საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.