გოლფის მოედანი სასამართლომ დააჯარიმა

გოლფის მოედანი სასამართლომ დააჯარიმაამერიკის პენსილვანიის შტატში სასამართლომ 1.000 დოლარით დააჯარიმა გოლფის მოედნის მფლობელები, ვინაიდან მისმა სტუმრებმა ძალიან შეაწუხეს ადგილობრივი მცხოვრებლები გადავარდნილი ბურთულებით.
ოჯახმა, რომელიც გოლფის მოედნის მეზობლად ცხოვრობს, სასამართლოში იმის გამო იჩივლა, რომ ხშირად მოთამაშეების დარტყმული ბურთულები მათ ეზოში ვარდება.

რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ორმოცდაათზე მეტჯერ მოხდა.
გოლფის მოედნის მფლობელის იურისტებმა ეს ბრალდება უარყვეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბურთულებს შეუძლებელია მოსარჩელეთა სახლამდე მიეღწია, ვინაიდან ის ხეების უკან მდებარეობს. გარდა ამისა, მათთან ახლოს მდებარე მეცამეტე ორმო, საჩივრების გამო, ორჯერ გადაიტანეს ახალ ადგილზე.

თებერვლის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ მეცამეტე ორმოსთან უნდა დაეყენებინათ ვიდეოკამერა, რომელიც ბურთულის ფრენის ტრაექტორიას ჩაიწერდა.

მარტში გოლფის მოედანი ზამთრის შესვენების შემდეგ გაიხსნა, მაგრამ ვიდეოკამერა არ დაუყენებიათ. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, მისი მფლობელები დაჯარიმდნენ.