სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის, განცხადებით, ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძის კანდიდატურა არ განიხილება.
როგორც გომელაურმა საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, მონახაზში უკვე არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.
_ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება. კანონმდებლობით უნდა შევარჩიოთ სამი კანდიდატურა, შემდეგ კომისიამ უნდა შეარჩიოს ერთი პირი, რომელიც უნდა წარვუდგინოთ პრემიერს და პრემიერ-მინისტრმა უნდა დაამტკიცოს. გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული.
ალეკო ტაბატაძე ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება. მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, თუმცა ვერ დავასახელებ სახელებს და გვარებს, _ განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

