“გრემი” ევროკავშირში თაფლის გატანას აპირებს

კომპანია “გრემი” ევროკავშირში თაფლის გატანას აპირებს.

ამის შესახებ “საქმის კურსს” კომპანიის ხელმძღვანელმა გიორგი მაჩაბელმა განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნეს ქართული თაფლის 8 სახეობა, საიდანაც ლაბორატორიამ ევროკავშირის სტანდარტებთან 2-ის შესაბამისობა დაადასტურა. გიორგი მაჩაბელის განცხადებით, მათ საქართველოში ერთი მიმწოდებელი ჰყავთ, ბრენდირებას და შეფუთვას კი თავად ახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში ჩასვა, საიდანაც თაფლის იმპორტი შესაძლებელია.

bm.ge