ირაკლი ჩხვირკია: “უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ”

ირაკლი ჩხვირკია: "უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ"ბათუმის მოვლენების ორგანიზების საქმეზე დაკავებული ირაკლი ჩხვირკია აცხადებს, რომ უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს.
სასამართლოს დაწყებამდე ბრალდებულმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
– უდანაშაულო ვარ და ამას დავამტკიცებ. აბსოლუტურად აბსურდია ის მინისპეცოპერაცია, რომელიც ჩემ მიმართ ჩატარდა. არ იყო ამის აუცილებლობა, ვინაიდან მე მქონდა განცხადება გაკეთებული და მზად ვიყავი გამოვცხადებულიყავი სასამართლოში, – აღნიშნა ირაკლი ჩხვირკიამ.

ჩხვირკიასთან ერთად დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე. ორივე მათგანის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შსს-ს ცნობით, ისინი დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.

ნიუპოსტი