ირაკლი კოვზანაძე: “დეპოზიტების დაზღვევაში სომხეთს 10 წლით ჩამოვრჩით”

ირაკლი კოვზანაძე: "დეპოზიტების დაზღვევაში სომხეთს 10 წლით ჩამოვრჩით"– დეპოზიტების დაზღვევის პროექტი საქართველოში ათი წლის წინ დავიწყეთ და ათი წლით დავაგვიანეთ, – განაცხადა გაცემაში „საქმიანი დილა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანამ სწრაფად უნდა შემოიღოს. ამასთან, როგორც კოვზანაძე ამბობს, ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ დეპოზიტების დაზღვევაა.
– პროექტი 2006-2007 წლებშიც იყო დაწყებული, მაშინ სამწუხაროდ, მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ვერ განვითარდა. გამომდინარე აქედან, საქართველომ ათი წლით დააგვიანა. მხოლოდ სამი კომპონენტისგან შედგება ფინანსური სტაბილურობა და ეს არის ზედამხედველობა, ფულადი საკრედიტო პოლიტიკა და დეპოზიტების დაზღვევა.
თუ ეს სამი კომპონენტი კარგად მუშაობს, საბანკო სექტორი ვითარდება. გამომდინარე აქედან, ჩვენ ეს გზა უნდა განვავითაროთ და პარლამენტის კომიტეტმა უკვე მიიღო მეორე მოსმენით, ჩვენ ამას დავასრულეთ და ამ გზით წავალთ.

გერმანიაში შეხვედრა გვქონდა, ჩემს გერმანელ კოლეგას შევხვდით და როდესაც ჩვენ იქ ვთქვით, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემას 5 ათასი ლარით ვიწყებთ, მათ აღნიშნეს, რომ ისინი 100 ათას ევროს აზღვევენ უკვე ევროკავშირში. შეერთებულ შტატებში 250 ათას აშშ დოლარს აზღვევენ.

ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ეს ათი წლის წინ დაიწყო და ჩვენ კი ამას ათი წლით ჩამოვრჩით. ამიტომ ეს პროექტი რაც შეიძლება სწრაფად დასაწყებია.

მე 25 წლის სტაჟის ბანკირი ვარ და შეგრძნება მაქვს, რომ არცერთი წუთი დასაკარგი არ გავქვს და არა მხოლოდ ამ მიმართულებით, არამედ სხვა ბევრი მიმართულებითაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ.

bm.ge