ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ირწმუნება, რომ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
როგორც მან “ნიუპოსტს” განუცხადა, დაახლოებით 6 დღის წინ, მისთვის უცნობი ნომრიდან დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ.
მამალაძე ამბობს, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს და, მისი ინფორმაციით, ზარის ავტორი იდენტიფიცირებულია.
_ ეს იყო სიცოცხლის მოსპობით დამუქრება: სანამდე გეყოლება დაცვა, იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა. პირდაპირ სიცოცხლის მოსპობის მუქარა რადგან იყო, მივმართე პროკურატურას და დაიწყო გამოძიება. ჩემი ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია ზარის ავტორი, – განაცხადა მამალაძემ.
მისი თქმით, ამ განცხადებას პრევენციის მიზნით აკეთებს.
_ მინდა იცოდნენ ამ ადამიანებმა, რომ მოწმეზე ზეწოლა და მუქარა დასჯადი ქმედებაა. არც ერთი მოსამართლე არ დაუშვებს იმას, რომ ზეწოლა განხორციელდეს მოწმეზე. – დასძინა მან.

