“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მის შვილთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს სიბინძურეს უწოდებს და ოპოზიციას სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრება.
– მარაზმია… რა ხასიათიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ზუსტად იმის გამოვლინებაა, რასაც ახლა ენმ აკეთებს. მათი საინფორმაციო სტრატეგია აგებული იყო იმაზე, რომ ჩემმა შვილმა მართლაც მიმართა სუსს და 6 თვიანი ხელშეკრულებით მართლაც დაიწყო მუშაობა და ამ ინფორმაციის დემონსტრირებისთვის, გამოიგონეს სრული აბსურდი, ტყუილი და მიაბეს ეს ჩემს შვილთან,ვითომ, მას რაიმე დანაშაულთან აქვს კავშირი. ჩემი შვილი არის უწესიერესი, განათლებული, პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი. ამ სიბინძურეს, რა თქმა უნდა, პასუხს გავცემ და სავარაუდოდ სასამართლოში შევიტან სარჩელს – უთხრა “ნიუპოსტს” სესიაშვილმა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილის შვილის ანაბეჭდები, რომელიც ამჟამად სუს-ში მუშაობს, ემთხვევა წარსულში ჩადენილ დანაშაულში ბრალდებულის თითის ანაბეჭდს.
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა დამალეს.
ნიუპოსტი

