ხანძარი ლოპოტას ტბაზე – ორსართულიან კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა 

ხანძარი ლოპოტას ტბაზე - ორსართულიან კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა ლოპოტას ტბასთან მდებარე ორსართულიან ხის კოტეჯს ცეცხლი გაუჩნდა, ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშვებულა.

უწყების ინფორმაციით, მათთან შევიდა შეტყობინება, რომ ხანძარი იყო, დაახლოებით, 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა და, ამ დროისათვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.

ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია ზარალის შესახებ.