ხუდონჰესის პროექტიდან ინვესტორი გაუშვეს. ჰესი შეიძლება სახელმწიფომ ააშენოს

ხუდონჰესის პროექტიდან ინვესტორი გაუშვეს. ჰესი შეიძლება სახელმწიფომ ააშენოსდღეს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ “ხუდონჰესის” ინვესტორ „ტრანს ელექტრიკას“ პროექტიდან გასვლა შესთავაზა.

“ხუდონჰესთან” დაკავშირებით განცხადება ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ გააკეთა.

– ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორ კომპანიასთან. გვაქვს შეთავაზება, რომ პროექტი წამოიღოს სახელმწიფომ და შესაბამისად, შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით განხორციელდება ეს პროექტი. აუცილებლად უნდა განხორციელდეს და აშენდეს, რადგან მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკული, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით, – განაცხადა მედიასთან ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ.

ხუდონჰესის 1-მილიარდიანი პროექტისთვის ინვესტორს უკვე 32 მილიონი დოლარი აქვს დახარჯული და დიდი ალბათობით კომპანია, სულ მცირე, ამ თანხის დაბრუნებას მაინც მოითხოვს.

702-მეგავატიანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც ეწინააღმდეგება, ისინი გარემოსთვის მიყენებულ ზარალს და განსახლებას აპროტესტებენ.

ხუდონჰესის მშენებლობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო. მაშინვე დაიწყო მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებიც. 2013 წელს პროექტის განახლებასთან ერთად განახლდა აქციები და პროტესტიც.

ნიუპოსტი