კოტე იოსელიანი – ირაკლი შოთაძემ ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმე მიჩქმალა

კოტე იოსელიანი - ირაკლი შოთაძემ ირაკლი სესიაშვილის შვილის საქმე მიჩქმალანაციონალური მოძრაობის წევრი კოტე იოსელიანი აცხადებს, რომ პარლამენტარ ირაკლი სესიაშვილის შვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის დაწყებას გეგმავდა და სპეციალური პროცედურების გავლის შემდეგ დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ მისი ხელის ანაბეჭდი დღემდე გაუხსნელი ქურდობის დროს აღებული ანაბეჭდების იდენტური იყო.

– სისხლის სამართლის საქმე N 00 60 50 31 50 05 აღიძრა თბილისში მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რომელიც დღემდე გაუხსნელია. დანაშაულის ადგილზე ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედების შედეგად, საექსპერტო-კრიმინალურმა სამსახურმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო სავარაუდო დამნაშავის ხელის ანაბეჭდები, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ ცნო ვარგისად და დარეგისტრირდა სამძებრო სამსახურის ბაზაში.

მიმდინარე წელს, სპეც სამსახურს, კერძოდ სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით საქართველოს მოქალაქემ მიმართა.

სპეციალური პროცედურების გავლის შემდგომ, რაც სუს-ში მუშაობის დაწყებას სჭირდება, დაქტილოსკოპიის ანალიზმა გამოავლინა, რომ ამ მოქალაქის ანაბეჭდების ნიმუშები ჩადენილი დანაშაულის ადგილიდან აღებული ანაბეჭდების იდენტურია.

ჩვენი ინფორმაციით, ამ მონაცემების თანხვედრის შესახებ საქმის კურსში იყო გომელაურისა და გოგაშვილის უწყება, მიუხედავად ამისა, რეაგირება არ მომხდარა. პროკურატურამ კი, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის უშუალო ჩარევის შედეგად ეს საქმე საერთოდ მიჩქმალა.

საუბარი ეხება მოქალაქეს, რომელიც გახლავთ პარლამენტის წევრის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი სესიაშვილის შვილს – დავით სესიაშვილს.

დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით,

ასევე, მოვითხოვთ საქართველოს გენერალური პროკურორისაგან, ირაკლი შოთაძისაგან განმარტებას ქურდობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე და ასევე ვითხოვთ მიმდინარე გამოძიების და გამოძიებასთან დაკავშირებული ყველა დეტალის გასაჯაროებას.

მოვითხოვთ სუსის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურისა და მისი მოადგილის იოსებ გოგაშვილისაგან გაასაჯაროონ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

მოვითხოვთ საქართველოს შს მინისტრისაგან გიორგი მღებრიშვილისგან დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც შსს-ში არსებობს, როგორც სისხლის სამართლის საქმის N 00 60 50 31 50 05, ასევე დავით სესიაშვილის თანამდებობაზე სავარაუდო დანიშვნის შესახებ, – აღნიშნავენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.

 

ნიუპოსტი