_ ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება.
_ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაწყებულია და ის სრულიად ახალ იმპულსს შესძენს ქუთაისს. ქუთაისი ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი ხდება. მე არაერთხელ მითქვამს, როგორც ჩვენს გუნდში, ასევე საჯაროდ – ქუთაისში გაძვირდება უძრავი ქონება, ამიტომ იჩქარეთ! ქუთაისი გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ბიზნესცენტრი და ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრი. ქუთაისი ისტორიულად იყო და არის კულტურული ცენტრი საქართველოსი და ის გახდება სატრანსპორტო ლოგისტიკური, ტურისტული ცენტრი.
ქუთაისი გახდება გახდება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოს სივრცითი განვითარების. საქართველოს აქვს სრულიად დასაბუთებული ამბიცია, იყოს რეგიონული ცენტრი, _ განაცხადა პრემიერმა.

