საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, 27 აპრილს 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4773 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.4444 ღირდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებით 0.0329-ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 2.6968 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 2.6590 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0378- ით გაუფასურდა.
ლარის კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.1774 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.1330 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0444 -ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6899 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6800 ლარი იყო. ლარი ლირასთან 0.0099-ით გაუფასურდა.

