მაკა ჩიჩუას ძმას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მაკა ჩიჩუას ძმას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს ოთხი წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სასამართლო სხდომას პირველი ლედიც ესწრებოდა.

მიხეილ მგალობლიშვილი მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.