მეტეხის ხიდთან ბომბს ეძებდნენ – ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა

მეტეხის ხიდთან ბომბს ეძებდნენ - ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდარამდენიმე წუთის წინ მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს, როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდებარე ტერიტორიაზე ბომბს ეძებდნენ.

რამდენადაც ცნობილია, უცნობმა პირმა ჩანთის მსგავსი ნივთი დატოვა, ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩანთაში ტანსაცმელი აღმოჩნდა.