თბილისის საქალაქო სასამართლომ ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
20 აპრილს ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7.000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.

