ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდა

ფონიჭალაში მსუბუქი ავტომობილი გზიდან გადავარდაფონიჭალაში BMW მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ამის შესახებ „პირველის“ ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან „პირველს” აცნობეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქმის გამოძიება ადმინისტრაციული წესით მიმდინარეობ და მძღოლის ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში ის დაჯარიმდება.

ადგილზე მობილიზებულია პატრულის და სამაშველო სამსახური მანქანები.