”ქართული ოცნების” დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს გვიან ღამით ცეცხლი წაუკიდეს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დეპუტატი დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ მანქანის დაწვის ფაქტი მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
სამველ მანუკიანი პარლამენტში ”ქართული ოცნებიდან” მოხვდა. ის დაიბადა 1976 წლის 11 ივნისს. სხვადასხვა დროს შპს გეოფუდის ერთ-ერთი მეწილე იყო. მოგვიანებით მისი სახელი გამოჩნდა „ქართული ოცნების” შემომწირველების სიაშიც. მან პარტიას 45.000 ლარი შესწირა.

