ქართული ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა

ქართული ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდაქართული ტრადიციული ნუგბარის, ტყლაპის ქარხნული წარმოება შეჩერდა.

როგორც“საქმის კურსს” კომპანია Fruit Factory-ს ხელმძღვანელმა ტიმოთე გვაზავამ განაცხადა, გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღეს.
მისი თქმით, ერთი მხრივ, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნა ფიქსირდება, მეორე მხრივ კი, ტყლაპს მაღალი სეზონურობა ახასიათებს.
_ ფაქტობრივად შემოდგომის ბოლოდან მარტამდე არის მუშაობის სეზონი, ხილი როგორც კი ჩნდება ბაზარზე, მაშინვე მცირდება მოთხოვნა, _ აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე გასული წლის დასაწყისში გამოჩნდა.

კომპანია 4 სახეობის ტყლაპს აწარმოებდა: ტყემლის, ვაშლის, ფეიხოს, ტყემალი-ვაშლის ტყლაპს.

ბიზნესკონტრაქტი