ქართველები რუსული Forbes-ის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სიაში

ქართველები რუსული Forbes-ის ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების სიაშირუსული Forbes ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების რეიტინგს აქვეყნებს. 200 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის ორი ქართველიც მოხვდა.
103-ე ადგილზე ეროვნებით ქართველი ვიაჩესლავ მირილაშვილია, რომელიც 2017 წლის მონაცემებით 950 მილიონ დოლარს ფლობს. ის რუსული სოციალური ქსელის – ВКонтакте – დამფუძნებელია. ბიზნესმენმა 2013 წელს სოციალური ქსელის 40% 700 მილიონ დოლარად United Capital Partners-ს მიყიდა. 950 მილიონი დოლარის ქონებით მირილაშვილი გასულ წელს რეიტინგში 85-ე ადგილს იკავებდა, 2015 წელს კი 96-ეს.

რაც შეეხება მეორე ქართველს, რეიტინგში 120-ე ადგილზეა დავით იაკობაშვილი, რომელიც საქართველოშიც ფლობს ბიზნესს. ის 900 მილიონი დოლარის მფლობელია.

იაკობაშვილი 51%-ს ფლობს Petrocas Energy Group -ში, რომელიც 200-ზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს მოიცავს საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში, ამასთან, ნავთობტერმინალს ფოთში.
რეიტინგის პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:

ლეონიდ მიხელსონი – 18 მილიარდ 400 მილიონი დოლარი, ალექსეი მორდაშოვი – 17 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, ვლადიმირ ლისინი – 16 მილიარდ 100 მილიონი დოლარი, გენადი ტიმჩენკო – 16 მილიარდი დოლარი, ალიშერ უსმანოვი – 15 მილიარდ 200 მილიონი დოლარი.