ქობულეთში მდინარე კინტრიშის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, 41 წლის მამაკაცს ბოლო 1 თვის განმავლობაში ეძებდნენ.
როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

