გუშინ ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ იმერეთის კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა ირაკლი გოგინავამ განუცხადა, კლინიკაში ორი დაშავებული შეიყვანეს, რომელთაგან ერთს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.
ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალია, მეექვსე მგზავრი კი საავადმყოფოში დაიღუპა.

