ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონია

ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონიაქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ორსული ქალბატონია ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 7 თვის ორსული ქალბატონია.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში სამი ავტომობილი ფიგურირებს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.