ქალაქ რუსთავში, მსუბუქ ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის ბალონი აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
ინციდენტის დროს, ავტომობილში მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში მეორე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ჯერ კლინიკაში, შემდეგ კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა.
ამ დროისათვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნიუპოსტი

