სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს“აწარმოე საქართველოში” განახლებულ სტრუქტურას, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 19 აპრილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ გამართა, მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს.

ახალი სტრუქტურა ეკონომიკური განვითარების 3 ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს – ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს გააერთიანებს.
– ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება სამი მიმართულება: “აწარმოე საქართველოში-ბიზნესი”, “აწარმოე საქართველოში-ექსპორტი” და “აწარმოე საქართველოში-ინვესტიცია.“

გარდა ამისა, სააგენტოს დაემატა ეკონომიკური ატაშეების ახალი მიმართულება. ეკონომიკური ატაშეები აქტიურად ითანამშრომლებენ ჩვენს ექსპორტიორებისა და ინვესტორების გუნდთან, რათა დააკავშირონ როგორც პოტენციური ინვესტორები, ასევე პოტენციური შემსყიდველები იმ სავაჭრო პარტნიორების ქვეყნებიდან, რომლებშიც იქნებიან წარდგენილნი, – განუცხადა მედიას მარიანა მორგოშიამ.

bm.ge