სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

სანკტ-პეტერბურგში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო ხვალიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქალაქის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ გამოსცა.

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 10 ადამიანი დაიღუპა და 47 დაშავდა.

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა.

პეტერბურგის მეტროპოლიტენი დღეს მთლიანად დაიხურა.