შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის დაწყების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ მგზავრთა ნაკადი მკვეთრად მოიმატებდა.
მოიმატა თუ არა აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობამ, როგორია სტატისტიკური მონაცემები ერთი კვირის თავზე? ამის გარკვევას ,,ახალი თაობა” როგორც თბილისის, ისე ქუთაისის აეროპორტების ადმინისტრაციაში შეეცადა.
_ ამ თემაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, მე რაც შემიძლია გითხრათ, დიდი მატება არ არის, ჯერ მხოლოდ ოთხი დღეა გასული. ზუსტი სტატისტიკური მონაცემები ჯერ არ გვაქვს. ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით უნდა გაკეთდეს, რომელიმე კონკრეტულ თვეს უნდა შევადაროთ, ასე, დღეების მიხედვით, ვერ გეტყვით, – გვიპასუხეს აეროპორტების გაერთიანების სამსახურში.

