საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა

საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა_ საქართველოში მდიდარი ტურისტი არ ჩამოვა – ასეთ შეფასებას აკეთებენ „კომერსანტთან” საუბრისას ტურიზმის სფეროს სპეციალისტები.  როგორც გაირკვა, ტურისტების მიერ გაწეული ხარჯების ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, არაოფიციალურიად და ექსპერტული  დაკვირვებით, საქართველოში ძირითადად მცირებიუჯეტიანი და შესაბამისად, დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტი ჩამოდის, რომელიც ყველა თეთრს ითვლის. მათი ინფორმაციით, ჩვენთან მდიდარი სეგმენტის ტურისტი საკმაოდ ცოტაა
ტურიზმის ექსპერტი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ნაკლებადმხარჯველი ტურისტი ჩამოდის.

_ თქვენ რომ იყოთ მდიდარი,საქართველოში არ ჩამოხვალთ, _ ცხადებს ალავერდაშვილი.

მისი თქმით, აქედან გამოსავალი კერძო სექტორმა უნდა ნახოს. როგორც ალავერდაშვილი განმარტავს, ერთადერთი, რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს, არის ის, რომ ქვეყანა უსაფრთხო გახადოს, რათა ყველა ტურისტმა თავი დაცულად იგრძნოს. მისი განცხადებით, ამის შემდეგ ტურიზმი თავისით განვითარდება.

_ ეს თანდათან უნდა მოვიდეს. მთავრობა ხომ არ გაიქცევა და ხომ არ ეტყვის, მილიონერებო, ჩვენთან ჩამოდითო? აქედან გამოსავალი დროა. ერთბაშად არაფeრი არ ხდება. იმ ქვეყენაში, რომელსაც არც ისე კარგი რეპუტაცია აქვს, არ წახვალ. თავიდან ისრაელიდან ძალიან დაბალი გადახდისუნარიანი ტურისტები ჩამოდიოდნენ, ყოველწლიურად ეს კონტიnგენტი იცვლება. გასულ წელს უკვე საკმაოდ მხარჯველი ებრაელებიც ჩამოვიდნენ. _ აცხადებს ალავერდაშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წელს ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს.
_ 2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს. უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომერსანტი