შალვა ხუციშვილი: გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს

შს მინისტრის მოადგილეშალვა ხუციშვილი: გელა ხვედელიძეზე თავდასხმაში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, გელა ხვედელიძის საქმეში ამ ეტაპზე ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს.
როგორც ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეზე სამართალდამცველების მხრიდან რეაგირება სწრაფად მოხდა და გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს.
_ გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყბული. ძალიან სწრაფად მოხდა ამ საკითხზე რეაგირება. პირველადი მონაცემები რაც გვაქვს, არის ის, რომ საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებს. დანარჩენ დეტალებს გამოძიება დაადგენს, რომელიც დაწყებულია და ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაზე რაიმე მოტივზე საუბარი ნაადრევია, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
გელა ხვედელიძეს თავს დაესხნენ. ის ”ნიუჰოსპიტალში” საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე ხვედელძის ოჯახის წევრები, ახლობლები და გამომძიებლები იმყოფებიან.