მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებული სასულიერო პირის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაცვის მხარე სკანდალურ ფაქტზე საუბრობს, ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით ბრალდების მხარის მტკიცებულებებში დევს ერთ-ერთი მოწმის ჩვენება, რომლის მიხედვითაც დეკანოზი მამალაძე 2016 წლის აგვისტოში ციანიდის მოძიებას მასაც სთხოვდა.
ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, აღნიშნული მოწმისა და დეკანოზის მიმოწერის ექსპერტიზით დადგინდა, რომ დეკანოზი მოწმეს არა ციანიდის, არამედ გველის შხამის შოვნაში დახმარებას სთხოვდა.
– იმ ადამიანის შეტყობინებები სხვადსხვა ქვეყანაში გაგზავნილი, პირდაპირ მიუთითებს რომ ის ითხოვდა გველის შხამს. როგორც მამა გიორგის ჩვენებაში აქვს მითითებული, გველის შხამი ითხოვა ქალბატონმა შორენა თეთრუაშვილმა, კონკრეტულად არავინ არ იცის რისთვის სთხოვა, შორენა თეთრუაშვილი არ ადასტურებს, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

