სუსი: დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის დაცვით მოხდა

სუსი: დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის დაცვით მოხდასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილთან, დავით სესიაშვილთან დაკავშირებით რაიმე კანონდარღვევის გამოვლენას უარყოფს.
როგორც სუსში აცხადებენ, დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა.
– დავით სესიაშვილი მუშაობს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში. მას 14 მარტს გაუფორმდა 6-თვიანი შრომითი ხელშეკრულება. დავით სესიაშვილის სამსახურში მიღებამდე, მისი კანდიდატურის შესწავლა კანონის სრული დაცვით მოხდა. შესწავლის შედეგად, მის მიერ ჩადენილი რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა და აღნიშნული პირი აყვანილი იქნა სამსახურში, – განაცხადეს სუს-ში.
ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ირაკლი სესიაშვილის შვილის, დავით სესიაშვილის, სავარაუდოდ, ქურდობაში მონაწილეობის საქმე მიჩქმალეს.
ირაკლი სესიაშვილი მის შვილთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ტყუილს უწოდებს.

კვირა