ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშა დაიღუპა

ჭიათურაში სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშა კიბიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.