ყაჩაღობა მოხდა გუშინ თბილისში. ვაკეში, კუს ტბის ასახვევთან მდებარე კაფე ,,ანტრე“ დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, კაფეში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. წაღებული გარკვეული რაოდენობის თანხა.
შემთხვევის დროს ანტრეში ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა, ის დაკითხვაზეა გადაყვანილი.
როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ ეტაპზე დამნაშავეების დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

