თბილისში, მარცხენა სანაპიროზე, ქორწინების სახლის მიმდებარედ მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

