თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა გადახტა

თბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა გადახტათბილისში, თამარ მეფის ხიდიდან მტკვარში ახალგაზრდა ქალი გადახტა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მაშველებმა, რომლებიც მტკვრის ტერიტორიას მუდმივი რეჟიმით აკონტროლებენ, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.