თელავში მამაკაცმა ცოლი დაჭრა

თელავში მამაკაცმა ცოლი დაჭრათელავში, კირიონის ქუჩაზე 40-წლამდე მამაკაცმა, ცოლი დაჭრა. სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობაა.

დაჭრილი მუცელში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. დამნაშავე დაკავებულია და გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.