თემქაში ფანჯრიდან გადავარდნილი მოზარდი თოკებზე დაეცა და გადარჩა

თემქაში ფანჯრიდან გადავარდნილი მოზარდი თოკებზე დაეცა და გადარჩათბილისში, თემქის დასახლებაში 13 წლის მოზარდი ფანჯრიდან გადავარდა. ბავშვი მეექვსე სართულიდან გადავარდა და მესამე სართულზე, თოკებზე დაეცა.

მაშველებმა 13 წლის ბიჭუნას ჩამოყვანა ამწეს საშუალებით შეძლეს.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი და სამედიცინო დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული.

ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება, ამჟამად იგი იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.