ციანიდის საქმეზე საჩივარი სტრასბურის სასამართლოში გადაიგზავნა

ციანიდის საქმეზე საჩივარი სტრასბურის სასამართლოში გადაიგზავნაადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა ციადინის საქმესთან დაკავშირებით საჩივარი სტრასბურის სასამართლოში უკვე გადააგზავნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატებისთვის გაუთქმელობის ვალდებულების მოხსნას მოითხოვს.

საჩივარში ხასგასმულია ის გარემოება, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი დარღვეულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, პროკურატურა აღნიშნული გარემოებით სარგებლოს და საკუთარ პოზიციებს ამყარებს.

– ჩვენ ვფიქრობთ, რომ დარღვეულია თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი და გავაგზავნეთ საჩივარი სწორედ აღნიშნულის დარღვევიდან გამომდინარე. გვინდა, რომ სასამართლომ იმსჯელოს და დაადგინოს, რომ მოხდა აღნიშნული პრინციპის უხეში დარღვევა სახელმწიფოს მიერ, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა ეკა ლომიძემ.

ნიუპოსტი