ვახტანგ გომელაური: „არ ვაპირებ სოსო გოგაშვილის მოხსნას“

ვახტანგ გომელაური: „არ ვაპირებ სოსო გოგაშვილის მოხსნას“– არ ვაპირებ ჩემი მოადგილის სოსო გოგაშვილის სასმახურიდან გათავისუფლებას, ის ძალიან კარგი თანამშრომელია და კარგი მოადგილეა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სასახმურის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა ყაზბეგში დარიალი ჰესისი გახსნის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, სოსო გოგაშვილი ძალიან ბევრი დამსაურება აქვს.

– მისი ხელმძრვალენოლიბით გაიხსნა თუნდაც ის ტერორისტული აქტის საქმე, რომელიც რუსეთი-სომხეთის გაზსადენის მონაკვეთზე უნდა განხორციელებულიყო, ასე რომ არ ვაპირებთ ამ ადმაინის გათავისუფლებას. სოსო გოგაშვილი დიდხანს იმუშავებს.

ჩემს მოადგილეზე ცრუ ბრალდება გახმაურდა, აღარ დავკონკრეტდები რაზეა საუბარი, მაგრამ ეს არის სიცრუე და არასწორი ინფორმაცია, თუ ვინს რამე ფაქტები აქვს მიმარტოს პროკურატურას, პროკურატურატურა იძიებს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტმა „ქრონიკა პლიუსის”-ის რედაქტომა ელიკო კილაძემ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე სოსო გოგაშვილი ნარკოდამნაშავეების მფარველობაში დაადანაშაულა.