უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში. ვაზისუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა.
მოზარდი ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პირველმა ბავშვის დედამ აღმოაჩინა. ცხედარი უკვე გადასვენებულია ექსპერტიზაზე.
გოგონა ტრაგედიის ადგილის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნიუპოსტი

