“ვცდილობდი, თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა”_ გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

"ვცდილობდი, თავდამსხმელისთვის ნიღაბი ჩამომეხსნა"_ გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის დეტალებს იხსენებსშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გელა ხვედელიძის მეუღლე თავდასხმის შესახებ კომენტარს აკეთებს.

მარეხ ფერაძე აღნიშნავს, რომ მომხდარს თავადაც შეესწრო.

_ სახლიდან გამოვედით და როგორც ჩანს, ელოდებოდა ორი ნიღბიანი. მეუღლე საუბრობდა ტელეფონზე და უცებ დაესხა ეს ორი ნიღბიანი თავს. არავითარი, არანაირი მუქარა, არ ვიცი, გაოგნებული ვარ. სახლთან მოხდა, ორი ახალგაზრდა ბიჭი იყო. საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. სამი წუთით ადრე გამოვიდა და მეც ჩამოვედი. კარები დავკეტე, ჩამოვედი და უცებ დაესხნენ თავს. შევესწარი და ვცდილობდი, რომ ეს ნიღაბი ჩამომეხსნა, ამ ბიჭისთვის, მაგრამ ვერ ვქენი, უცებ გაიქცნენ, – აცხადებს მარეხ ფერაძე.

ნიუპოსტი