36 ფსიქოტროპული აფთიაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 18 ხელმძღვანელის მიმართ საქმე აღიძრა

36 ფსიქოტროპული აფთიაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. 18 ხელმძღვანელის მიმართ საქმე აღიძრასაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელის მიმართ საქმე აღძრა.

საგამოძიებო სამსახური ამბობენ, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე გაყიდვა.
გამოძიების მასალების მიხედვით, 36 აფთიაქიდან, ბოლო 3 წლის განმავლობაში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, 14.590.866 ფსიქოტროპული მედიკამენტი გაიყიდა, ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 15.011.488 ლარი შეადგინა.