ანა მარგველაშვილი – ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს

ანა მარგველაშვილი - ჩემს მეგობარ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდესანა მარგველაშვილის განცხადებით, მის მეგობარს თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკი ჩაუდეს. პრეზიდენტის შვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაჭარავას ემუქრებოდნენ.

– ემუქრებოდნენ და მქონდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ აპირებდნენ მის დაკავებას. ვაკეთებდი ამის თაობაზე სულ განცხადებებს. დღემდე არ ვიცით, რის საფუძველზეა დაკავებული. დარწმუნებული ვარ, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი, – განუცხადა ანა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს.

საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარს, თორნიკე კაჭარავას გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც ,,ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კაჭარავა გუშინ დააკავეს. განცხადება, რომ თორნიკე კაჭარავას ნარკოტიკების ჩადებით ემუქრებოდნენ, ანა მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში 21 მარტს გააკეთა. პრეზიდენტის შვილი ამბობდა, რომ კაჭარავა დაჭერის საშიშროების გამო სახლიდან არ გამოდიოდა.