დღეს, 11 მაისს, საკონსტიტუციო სასამართლო არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა სარჩელის განხილვას იწყებს. მოსარჩელე მხარეებია შპს „აიდიე ბორჯომი ბევერი-ჯიზ კომპანია“, შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“,სს „წყალი მარგებელი“, შპს „კასტელ ჯორჯია“; ხოლო მოპასუხეები – საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმდეს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, წარმოშობს უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს და ლახავს საკუთრების უფლებას.
უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე საჩივრით 2015 წლის დეკემბერში მიმართეს, თუმცა, საკონსტიტიციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო სარჩელის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192 -ე მუხლის კონსტიტუციურობას შეამოწმებს.

