ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

