დიღმის მასივში, რესტორან „ფაეტონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 3 ადამიანი.
– მ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ იმის თქმა, რომ დაშავებულია 3 ადამიანი, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაგვყავს, – აღნიშნეს სასწრაფო დახმარების სამსახურში.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბელიაშვილის ქუჩაზე საცობია.

