ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
დგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

