ავარიას ელიავას ბაზრობასთან ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

ავარიას ელიავას ბაზრობასთან ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლადღეს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანის დაჯახების შედეგად, ქვეითად მოსიარულე, 30 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი ქალს იმ დროს დაეჯახა, როცა ის ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის გარდაცვალება.
შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი არ მიმალულა და მის მიმართ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ინტერპრესნიუსი