ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება

ბაჩო ახალაიას ადვოკატი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნებაბაჩო ახალაიას ახალი უფლებადამცველი მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი იქნება.

ნადარეიშვილი ახალაიას პროცესზე დღეს პირველად გამოვიდა.

სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეზე ახალაიას ინტერესებს ანი ნადარეიშვილის გარდა, მალხაზ ველიჯანაშვილიც იცავს.

პროცესი დახურულ რეჟიმში, ბრალდების მოწმეების დაკითხვით მიმდინარეობდა. საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა პროცესის დახურვის შუამდგომლობის დასაბუთებისას მიუთითა, რომ დღეს დასაკითხი მოწმეები სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას გააჟღერებდნენ, რისი გახმაურებაც კანონით იკრძალება.

ნიუპოსტი