ბანკებმა 3 თვეში მარტო ჯარიმებით 21 მილიონი ლარი მოიგეს

ბანკებმა 3 თვეში მარტო ჯარიმებით 21 მილიონი ლარი მოიგესკომერციულმა ბანკებმა 2017 წლის 3 თვის განმავლობაში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 20.935.179 ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

კომერციული ბანკების ანგარიშგების თანახმად, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი ლიბერთი ბანკმა მიიღო – 7.234.290 ლარი.

მეორე ადგილზეა თიბისი ბანკი 4.542.827 ლარით, რასაც ბანკი რესპუბლიკას მაჩვენებელი თუ დაემატება, 6.931.629 ლარი გამოვა (ცალკე ბანკმა რესპუბლიკამ საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2.388.802 ლარი მიიღო).

მესამე ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომელმაც 2017 წლის პირველ კვარტალში საურავებიდან და კლიენტებისთვის მიცემული სესხებიდან ჯარიმის სახით 2.670. 595 ლარის შემოსავალი მიიღო.

მეოთხე ადგილზეა ქართუ ბანკი 1.227.505 ლარით.

ტოპ-ხუთეულშია კრედო 983.486 ლარის შემოსავლით.